ლიკა ქავჟარაძე თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას ელოდებოდა

11 ოქტომბერი, 2017

ამის შესახებ ჟურნალისტებს მსახიობის ბიძაშვილმა გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა:

ლიკა ქავჟარაძე ბოლო პერიოდში იყო ძალიან კარგად, რადგან ელოდებოდა თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას.

კიბეებზე ასვლის დროს უჭირდა სუნთქვა, ვფიქრობ შესაძლოა, ყოფილიყო ანევრიზმა ან თრომბი, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტ მიზეზს.

პირველად მე და ჩემმა შვილმა ვნახეთ, პოლიციელებმა გვითხრეს, რომ დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილიაო.

თავის ოთახში იწვა და ეფარა საბანი, თვითმკვლელობის არანაირი კვალი არ ჩანდა.“

გააზიარეთ