კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს კონცერტი მიეძღვნება

12 ოქტომბერი, 2017

12 ოქტომბერს 19 საათზე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი თელავში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება.

კონცერტს პროფესორი რევაზ თავაძე გაუძღვება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

გააზიარეთ