“ილუზიონი” ბრუნდება

24 ოქტომბერი, 2017

პოპულარული გადაცემა “ილუზიონი”, რომელიც კინომცოდნე ოთარ სეფიაშვილმა დააარსა და მისი უცვლელი წამყვანი იყო, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეთერში ბრუნდება.

განახლებული “ილუზიონი” კვლავ პირველი არხის ეთერში გავა. “ილუზიონის” სეანსებზე მაყურებელს საშუალება მიეცემა იხილოს ისეთი ფილმები, რომლებსაც მდიდარი კულტურული მნიშვნელობა და ისტორიული კონტექსტი გააჩნიათ, რომლებიც დიდწილად, გამოსვლის დროს, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ქართველი მაყურებლის მიღმა დარჩა და დღესაც მათზე ცნობადობა მაღალი არაა.

ახალ “ილუზიონში” განიხილავენ ფილმებს ანალიტიკურად, გამოკვეთენ იმ აქცენტებს, რომლებსაც საჭიროა დააკვირდეს მაყურებელი ნაწარმოების სრულყოფილად აღსაქმელად. ინფორმაციული და ანალიტიკური ველი დაეხმარება ქართველ კინომოყვარულებს უფრო სიღრმისეულად გაიცნონ თანამედროვე პოპ კულტურის შემოქმედი ნამუშევრები. იქნება ფილმების მრავალფეროვანი სელექცია, დაწყებული სპაგეტი ვესტერნებით, დამთავრებული სამეცნიერო ფანტასტიკით.

გადაცემაში მაქსიმალურად გაიშლება აქცენტები ნაჩვენები სურათის კონტექსტზე, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ჭრილით”. ილუზიონის” ერთგული მაყურებელი გაცილებით დაკვირვებული გახდება კინემატოგრაფის აღქმის, წაკითხვისა და განხილვის საკითხებში და შეძლებს, უფრო მეტი სიამოვნება მიიღოს კინოჩვენებისგან.

გააზიარეთ

 
...