ზუგდიდის თეატრს ანგრევენ

31 ოქტომბერი, 2017

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას ანგრევენ.

ამის მიზეზი შენობის უმძიმესი მდგომარეობაა, სადაც შემოქმედებითი საქმიანობა კარგა ხანია გაჩერებულია.

თეატრის ხელმძღვანელობა კარგა ხანს ელოდა ინვესტორს, რათა შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საფუძვლიანი შესწავლა მომხდარიყო.

მოლაპარაკებების მიხედვით, ზუგდიდის თეატრი მთლიანად დაინგრევა და მის ადგილას ახალი შენობა აშენდება. სიძველეებიდან თეატრს მხოლოდ გარე იერსახე შეუნარჩუნდება.

გააზიარეთ

 
...