“ვოცნებობ, რომ გამოუვიდეთ…”

18 ოქტომბერი, 2017

ისლანდიელი მომღერლის, ბიორკის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა.

ბიორკი თბილისში ორ კონცერტს ჩაატარებს და ორივე კონცერტზე ბილეთის ფასი 50-დან 750 ლარამდეა.

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი აცხადებს, რომ თუკი ბილეთები სრულად არ გაიყიდება, მისი ორკესტრი ჰონორარს ვერ აიღებს:

“სახელმწიფო არ იხდის ბიორკში ფულს. ეს ის შემთხვევაა, რომ ბილეთების შემოსავალია ერთადერთი შანსი პროექტი რომ შედგეს…

სამწუხაროდ, ვანესა მეი და სხვა “პოპ-ვარსკვლავები”-ს ჩამოსვლა ფინანსდება მილიონებით და ზევიდან კიდევ ბილეთებით უზარმაზარი ფული შესდით ორგანიზატორებს.

ბიორკის შემთხვევაში კი ყველა ბილეთი თუ არ გაიყიდა, ჩემი ორკესტრიც კი ვერ აიღებს ჰონორარს… ასეთი რისკი გაწიეს ძალიან მაგარმა ახალგაზრდებმა და ვოცნებობ რომ გამოუვიდეთ…”

გააზიარეთ

 
...