“ეს ნორმალურია?”

29 ოქტომბერი, 2017

კითხულობს მომღერალი სალომე ტეტიაშვილი და ახალი მუსიკალური შოუს “ჩვენ ვარსკვლავები ვართ” მონაწილეების კრიტიკოსებს მიმართავს:

“კონკურსებში გამოსულ დამწყებ მომღერლებს ბოდიში და თავზე რომ ა.ვამთ, თან საჯაროდ, ნაირ-ნაირი სტატუსებით, ეს ნორმალურია?

დღეს ვინც ჩამოყალიბებული მომღერლები ხართ დაბადებიდან ეგრე მღერით, თუ როგორაა თქვენი საქმე? პირველად რომ სცენაზე დადექით დაიმხეთ დარბაზი?

არ მესმის ეს დამოკიდებულება… თან როგორი ტიპები ილანძღებით, 2 წლიდან პედაგოგებთან რომ ცხოვრობთ და 356 პროექტი რომ გაქვთ მოგებული, ან თუნდაც უბრალოდ გავლილი.

აცადეთ რა, ადამიანები წვალობენ და ცდილობენ, ჯერ არ გამოჩენილან და ფსიქოლოგიურად ანადგურებთ, რა უბედურებაა.”

გააზიარეთ

 
...