“ეს ამბავი სვეტიცხოველში ხდება”

10 ოქტომბერი, 2017

"ეს ამბავი სვეტიცხოველში ხდება"სვეტიცხოველი XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია და განსაკუთრებულად ძვირფასია მორწმუნეებისთვის.

გიორგი მესხი სვეტიცხოველში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და ვანდალიზმზე საუბრობს:

“ეს ამბავი სვეტიცხოველში ხდება. ძველი ფრესკა ახალი ხატითაა დაფარული. არა მგონია, ხატი სასწაულმოქმედი იყოს და ჰაერში ეკიდოს. სავარაუდოდ, ლევიტაციასთან არ გვაქვს საქმე და ლურსმანია ნახმარი.

ამას ჰქვია ვანდალიზმი. სვეტს ხელით არ შეეხოთო და ლურსმნის ჩაჭედება მოსულა?”

"ეს ამბავი სვეტიცხოველში ხდება"