აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

13 ოქტომბერი, 2017

აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესამე დღეს ქართველმა გამომცემლებმა და მწერლებმა საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამართეს მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ.

მათ რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას საქართველოს ტერიტორიები მიტაცებული აქვს.