“არ წაიკითხოთ წიგნები”

18 ოქტომბერი, 2017

ასე მოუწოდებს მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე ქართულ საზოგადოებას და ამ მოწოდების მიზეზსაც განმარტავს:

“არ წაიკითხოთ წიგნები

მე თუ მკითხავთ, წიგნის კითხვა აუცილებელი მართლაც არ არის. წიგნს, ანუ ამ შემთხვევაში, ცხადია, ვგულისხმობ მხატვრულ ლიტერატურას, ყველა არ უნდა კითხულობდეს. მისი დაძალება დანაშაულიც კია. ლიტერატურის ვინმესთვის შეყვარება წარმოუდგენელი ამბავია, თანდაყოლილი საქმე მგონია ეს. ავადმყოფობა – გნებავთ. აი, როგორც სცენის მტვერი და ამგვარი ამბები. იწამლები და მათით ცხოვრობ. ასე გრძელდება სულ – ციხეშიც და საავადმყოფოშიც მათ გვერდით გინდა – ვერც შენ შორდები და თითქოს, რაღაც ძალით, არც ისინი გიშორებენ.

ასე რომ, ნუ ვიქნებით მიამიტები. არ წაიკითხოთ წიგნები, თუ:

1) თუ ტომ და პასუხი არ არის, თქვენთვის ყველაზე დიდი პასუხი არ არის.

2) თუ სხვების ცხოვრებით ცხოვრება გაფრთხობთ, მეტიც – სხვისი სიკვდილით სიკვდილი გაშინებთ, ანუ სიკვდილამდე ბევრჯერ სიკვდილი

3) თუ ლუარსაბობა და ტარიელობა ვერ შეძელით. აი, ასე – ერთად ვერ შეძელით. პირველი გაგიტყდათ და მეორე – გეძნელათ.

4) თუ რომელიმე ტანკა ან ჰაიკუ დაიწყეთ და ბოლომდე ვერ წაიკითხეთ

5) თუ ალუდა ქეთელაური მხოლოდ თემთან დაპირისპირებული და მეტიც – გამარჯვებული გმირი გგონიათ

6) თუ ხანდახან პეპისავით არ ფიქრობთ : ,,ვფიცავ არასდროს გავიზარდო იმაზე მეტი, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შემრცხვეს!”

7) თუ სიცრუის გეშინიათ. რომ დაგამშვიდოთ – სიცრუის სიბრძნის.

ცოტა პათეტიკურია არა? ასეა. მაგრამ მაშინაც ნუ წაიკითხავთწიგნებს, თუ მანერულობა გაშინებთ.

ხოლო სხვა შემთხვევაში მათი წაკითხვა ჯანმრთელობას არ ავნებს, მხოლოდ მცირე უკუჩვენებები აქვს. ჩემი საშემოდგომო რჩევებიც ეს არის.”

გააზიარეთ

 
...