“აი, ასე უნდა დაიტირო მარიტა”

12 ოქტომბერი, 2017

მწერალი მანანა დუმბაძე ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების თემას ეხმაურება:

“აი, ასე უნდა დაიტირო მარიტა. რამდენჯერ სცადა ამქვეყნიდან წასვლა და გაფრინდა ბოლოს დაღალული პეპელასავით. გისამძიმრებ საქართველო!”

მანანა დუმბაძე გიორგი ლეონიძის მოთხრობიდან “მარიტა” ამონარიდს ავრცელებს:

,,მარიტას სიკვდილმა, როგორც ხალხა იტყოდა, – მთები გადააბნელა, ქვეყანა დააცარიელა, ქვა დაადნო, კლდე დაშალა…

ხალხური ლექსი იტყოდა: მარიტას სული პეპელასავით გაფრინდა და ანგელოზები ზარის რეკვით შეეგებნენო!

იმასაც იტყოდნენ, ზეცაში მტრედი აფრინდა მახარობლადო, – მარიტა მოდისო!

საიქიოში ოქროს სკამი მიართვესო, დაღლილსაო.

ღვთისმშობელს ეთქვა თურმე: ფერზე გეტყობა, ძლიერ დაღლილიხარ, დაჯე, შვილო, შორიდან მომავალი ხარ!

იესო ქრისტემ კი ხელმანდილი ამოიღო, შუბლზე უნდა მოესვა, რომ გაეცოცხლებინა, მადრამ ისეთი ლამაზი იყოო, მიწაზე დასაბრუნებლად ვერ გაიმეტაო, მოინდომა, სულ გვერდით ჰყოლოდა, ახლას გვერდითა ჰყავსო ვარსკვლავადო…

…ჩემს წინ ახლად აყვავებული, ცეცხლისფრიანი ბროწეულის ყვავილი მიღიმოდა, მარიტას სახესავით ალაკრული!

ვუყურებდი მხიარულ, მზიან ყვავილს და არა მჯეროდა, რომ მარიტა აღარ ამშვენებს დედამიწას! არც ის მეჯერებოდა, რომ ამ მტვერსა და ნაგავში ასეთი ბრწყინვალე ყვავილიანი ხე ამოსულიყო თავისით!
მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?

ვინ იცის?!“

გააზიარეთ