აზიის ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაზე საქართველოდან ორი ფილმია წარდგენილი – ანა ურუშაძის “საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის “დედე”.
ეს კიდევ კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ეხმარება ფილმები ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას და რამდენად მნიშვნელოვანია ტურისტული კუთხით.
საქართველო აზიის ოსკარის დაჯილდოებაზე 4 ნომინაციით წარდგება.
ანა ურუშაძის “საშიში დედა” წარდგენილია ნომინაციებში:
სარეჟისორო მიღწევა – ანა ურუშაძე.
საოპერატორო მიღწევა – მინდია ესაძე.
ქალის როლის საუკეთესო შესრულება – ნატა მურვანიძე.
ნომინაციაში “კულტურული მრავალფეროვნება” კი მონაწილეობს მარიამ ხაჭვანის “დედე”. ეს ჯილდო განსაკუთრებულია და იუნესკოს პატრონაჟით გაიცემა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 23 ნოემბერს გაიმართება ავსტრალიაში გაიმართება.