17 ოქტომბერი, 2017

“ეს არის უნამუსობა!”

აცხადებს რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე და ბიორკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასებს აკრიტიკებს:

“მესამე იარუსის ბოლო რიგის ბილეთი 250 ლარი ღირს და თითქმის სულ გაყიდულია… მერე კი 450 ,650, 700 და 750 ლარი. სად ნახეთ 50 ლარიანი ბილეთი?!

ეს არის უნამუსობა! ვისთვისაა ეს ბილეთები?! და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენი გადაიხადა ამაში სახელმწიფომ?!”