17 ოქტომბერი, 2017

ბოსლად ქცეული შიო არაგვისპირელის სახლი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაისხევში მდებარე ქართველი მწერლის შიო არაგვისპირელის სახლი უმძიმეს დღეშია.

ინფორმაციას და მწერლის სახლის ფოტოს ქეთი დიღმელაშვილი ავრცელებს:

“შიო არაგვისპირელის სახლი სოფელ ქაისხევში.

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებია, გაპარტახებული და ადგილობრივის მიერ ბოსლად ქცეული.”