BIAFF 2017 – ბათუმის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიური ცნობილია

6 სექტემბერი, 2017

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.

ბათუმის კინოფესტივალი 2017 წლის 17-24 სექტემბერს ჩატარდება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერიაა.

კინოფესტივალის მენეჯმენტმა საერთშორისო ჟიურის ფორმირებაც დაასრულა. ფესტივალის პროგრამა მოიცავს სამ საკონკურსო სექციას – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

BIAFF საერთაშორისო ჟიური – მხატვრული ფილმების კონკურსს მოჰსენ მახმალბაფი (ირანი/საფრანგეთი) ხელმძღვანელობს. ჟიურის წევრები არიან დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), სიდიქ ბარმაკ (საფრაგენთი), ბორის შულმან (შვედეთი) და ნუცა ალექს- მესხიშვილი.

BIAFF საერთაშორისო ჟიური – დოკუმენტური ფილმების კონკურსის დიურის თავმჯდომარე ქართველი რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილია. ჟიურის წევრები არიან შონ მაკალისტერი (დიდი ბრიტანეთი), მეჰმეტ ალი არსლან (თურქეთი), ვიქტორ კუფალ (გერმანია) და სეიფოლა სამადიანი (ირანი).

BIAFF საერთაშორისო ჟიური – მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საფარ ჰაქდადოვია. ჟიურის წევრები არიან ჰანა მახმალბაფი (დიდი ბრიტანეთი) და ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო).

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციებია კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“  ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია/ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”

კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“, “ბრიტანეთის საბჭო“,  გოეთეს ინსტიტუტი, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

კინოფესტივალის  მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია,  რადიო ფორტუნა, ფორტუნა +,  ბათუმი ტვ,  ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით info@biaff.org,

პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ  press@biaff.org; ტელ: 599-482181 597-998272; ელ. ფოსტა: marketing@biaff.org

გააზიარეთ

 
...