2 სექტემბერი, 2017

წმინდა მარინეს სამონასტრო კომპლექსი შველას ითხოვს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მიმდებარე ტყეში უნიკალური X საუკუნის კომპლექსი უმძიმეს დღეშია.

ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“მატანის წმიდა მარინეს სამონასტრო კომპლექსი – სოფელ მატანის მიმდებარედ ტყეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. უნიკალური მე–10 საუკუნის კომპლექსი უმძიმეს დღეშია.

საბჭოთა ხანაში ეკლესიის რესტავრაცია მოხდა, მაგრამ ახლა კრამიტის სახურავი მთლიანად აყრილია და წყალი ჩადის. ფოტოები ბატონ ელდარ ჭიჭიაშვილისა.”