17 სექტემბერი, 2017

სპეციალური პრიზი გია ყანჩელს

არაერთი შედევრის ავტორს, კომპოზიტორ გია ყანჩელს სპეციალურ პრიზს გადასცემენ.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნას ქართველი კომპოზიტორი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

კინოფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, გია ყანჩელს ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური პრიზი გადაეცემა.