29 სექტემბერი, 2017

სად წავიდა დიმიტრი ყიფიანის მუზეუმისთვის გამოყოფილი ფინანსები?

ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია.

ინფორმაციას გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს:

“ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის სამუშაოები შეჩერებულია!

რაც რესტავრაცია დაიწყო, ფინანსური პრობლემების მომიზეზებით, სამუშაოები პერიოდულად ჩერდებოდა. როგორც გავიგე, ახლაც შეჩერებულია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჯერ გადახურული არაა, იქ კი უკვე წვიმები დაიწყო და არც ამინდის პროგნოზია დამაიმედებელი.

მაინტერესებს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ გადაუხურავი, ჯერ ისედაც დაზიანებული შენობა არ დაინგრევა. ან სად წავიდა ფინანსები, რომელზეც თქვეს, რომ გამოყოფილია მუზეუმის რესტავრაციისათვის?”