3 სექტემბერი, 2017

ზურა ყიფშიძის ტრიუმფი ისრაელში

კინომსახიობთა თეატრი ბეერ შევას ფესტივალზე მაყურებლის წინაშე ზურა გეწაძის სპექტაკლით “მეფე ლირი” წარსდგა, სადაც მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ქართველებმა ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს ისრაელის მაცხოვრებლებს.

სპექტაკლთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს მანანა დუმბაძე გვიზიარებს:

“ვამბობდი, ბეერ შევა დიდი თეატრალური ზეიმის მომსწრე გახდება-მეთქი და ასეც მოხდა და კიდევ უფრო მეტიც. ვინც იყო და უყურა, მთელი ცხოვრება გაჰყვება საგზლად, ვინც არა – ახია იმაზე.

ბრავო თუმანიშვილის თეატრი. ბრავო ზურა ყიფშიძე და ზურა გეწაძე. ბრავო დასი! მადლობა სცენოგრაფებს, გამნათებლებს, ყველას, ვინც ასე ამაყად გვაგრძნობინა თავი უცხოეთში.”