17 სექტემბერი, 2017

ვახტანგ კიკაბიძეს დააჯილდოვებენ

მომღერალსა და მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საზეიმოდ გაიხსნება საავტორო ფილმების რიგით მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც კინომოყვარულებთან ერთად სპეციალური სტუმრებიც არიან მიწვეული.

ფესტივალის გახსნაზე ქართველ მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს გადაეცემა სპეციალური პრიზი სამსახიობო ოსტატობისთვის.