11 სექტემბერი, 2017

ახალი ალბომი მაიკლ ჯექსონის მსმენელებისთვის

29 სექტემბერს პოპის მეფედ აღიარებული მომღერლის მაიკლ ჯექსონის ახალი ალბომი გაყიდვაში გამოვა.

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ალბომში სახელწოდებით ”Michael Jackson SCREAM” 13 სიმღერა შევა, მათ შორის იქნება როგორც ცნობილი, ასევე უცნობი მუსიკალური კომპოზიციები.

ეს რიგით მე-11 ალბომია, რომელიც მომღერლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.