წებელდა იღუპება

22 სექტემბერი, 2017

ამ განცხადებას ორგანიზაცია “აფხაზეთის მოამბე” ავრცელებს, რომლის მიზანიც აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის და საგანძურის დაცვაა:

“წებელდაში მიმდინარე წლის 3 იანვარს დაწყებული მრამბის ეკლესიის დანგრევის მცდელობა კვლავ გრძელდება და ნადგურდება მნიშვნელოვანი კულტურული კერა.

3 იანვარს დაწყო წებელდის ციხის შემადგენლობაში შემავალი მრამბის მე-8 საუკუნის ეკლესიის და გვიანდელი მე-19 საუკუნის პოლონელთა სასაფლაოს და სალოცავის – მცირე ზომის ეკელსია და ციხის ნაწილების მძიმე ტექნიკით განადგურება. აღსანიშნავია რომ გავრცელებული ინფორმაციით ხდება სამხედრო ბაზისთვის ე.წ. სამხედრო პოლიგონის მშენებლობა თუმცა დადასტურებული ინფორმაციით მიმდინარეობს საქართველოსთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი სამხედრო გზის მშენებლობა.

ეს გზა მარუხის და ქლუხორის უღელტეხილით უკავშირდება ჩრდილოეთ კავკასიას და მეორე მხრივ ეს გზა ჩამოდის ანაკლიაში. მდგომარეობა საგანგაშოა რადგან ეს მშენებლობა საფრთხეს უქმნის წებელდის მთავარ ციხეს და მდიდარ არტეფაქტებს.”

გააზიარეთ

 
...