ქართველი მოდელი გუჩის ექსკლუზივია

20 სექტემბერი, 2017

მილანში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც ცნობილი ბრენდები გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექციებს წარადგენენ.

გუჩის ექსკლუზივი, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელეა, ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე გახდა. მოდელმა გუჩის გაზაფხული-ზაფხულის 2018 წლის კოლექციიდან ერთ-ერთი კოსტიუმი წარმოადგინა. ჩვენების ფოტოები ვოგის ოფიციალურ ვებ გვერდზე უკვე გავრცელდა.

1.79 სიმაღლის ცისფერთვალება მარიშა ურუშაძე ლუქ მოდელსის და ნექსტის მოდელია. მილანის მოდის კვირეულის შემდეგ, არ არის გამორიცხული მარიშამ პარიზის მოდის კვირეულშიც მიიღოს მონაწილეობა.

გააზიარეთ

 
...