საპირფარეშოდ ქცეული ისტორიული ძეგლი

12 სექტემბერი, 2017

ისტორიულ ქალაქ მცხეთაში არაგვის კარში ყოფილი კინოთეატრი საპირფარეშოდ არის ქცეული.

ინფორმაციას და ფოტოებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“ქალაქი მცხეთა, ისტორიული არაგვის კარი და ყოფილი კინოთეატრი, ფოტოები ამაწლის აგვისტოს თვეში გადავიღე.

ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ ანტისანიტარიას და საშინელ სუნს, რაც ამ საპირფარეშოდ ქცეულ ისტორიულ ძეგლზე ხდება. ამის მიზეზი ისიცაა, რომ იქვე ახლომახლო არაა საზოგადოებრივი საპირფარეში.

მოედანთან, სამთავროს მონასტრის შესახვევთან არსებული საპირფარიშო კი ისეთ საშნელ დღეშია და მიუხედავი, რომ ფაქტობრივად გამოუყენებელია. უბრალოდ სირცხვილია.”

გააზიარეთ

 
...