„როცა მიხვდებით, რომ არაფერი ხართ…”

24 სექტემბერი, 2017

მწერალი ბესიკ ხარანაული ასეთ დროს მკითხველს გამოსავალს სთავაზობს:

„როცა მიხვდებით, რომ არაფერი ხართ, რომ ნული ხართ მსხვილ ერთეულებს შორის, ა ნ ტ ი პ ო დ უ რ ვარჯიშებს მიმართეთ: გაიხსენეთ, ზოგადად ადამიანის საზომი ნულიდან უსასრულომდეა, კონკრეტულად კი – გლახაკიდან გმირამდე, ღატაკიდან მდიდრამდე, კოჭლიდან ფეხმართლამდე, სულელიდან ჭკვიანამდე, დაბლიდან მაღლამდე…

და ეს არის უმცირესი ჩამონათვალი ანტიპოდების ვრცელ სიაში. ამიტომაც გახსოვდეთ: ანტიპოდური ვარჯიშებით თქვენ ამარცხებთ საკუთარ ნაკლსაც და ანტიპოდსაც, უფრო სწორად კი, თქვენ იმარჯვებთ, ანტიპოდი კი ძირს გორავს და ვედრებით შემოგყურებთ.“

გააზიარეთ

 
...