მილანის მოდის კვირეულის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე

22 სექტემბერი, 2017

მილანში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც ცნობილი ბრენდები გაზაფხული-ზაფხული 2018 წლის კოლექციებს წარადგენენ.

მილანის მოდის კვირეულზე თეკლა ჩიჯავაძის და მარიშა ურუშაძის გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ მიიღო მონაწილეობდა და რობერტო კავალის, ემილიო პუჩის და ვიონეტის გაზაფხული/ზაფხული 2018-ის კოლექციებიდან კოსტიუმები წარმოადგინა.

თათიას წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. ის IC Model Managment-ის მოდელია და ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია 2015-ის გამარჯვებულია.

 

თათია ახალაია ემილიო პუჩის ჩვენებაზე

თათია ახალაია რობერტო კავალის ჩვენებაზე

თათია ახალაია ვიონეტის ჩვენებაზე

გააზიარეთ

 
...