“მარტო დავრჩი”

14 სექტემბერი, 2017

ბელა მირიანაშვილის და კახი კავსაძის სიყვარულის ისტორია ბევრმა იცის. მათ ერთმანეთი თეატრალურში გაიცნეს და ერთად ყოფნის წლები ბედნიერად გაატარეს.

თავისი ცხოვრების უმთავრეს სიყვარულს კახი კავსაძე იხსენებს:

“დილიდან დაღამებამდე თეატრალურში ვიყავი. ბელა სამი წლით გვიან მოვიდა თეატრალურში. მაგარი გოგო იყო. იცით როგორ იცოდა ყველაფერი? ადამიანს საოცრად გრძნობდა.
იყო შემთხვევები, როცა ვსვამდი. დავთვრებოდი და ხანდახან ვერ ვიქცეოდი კარგად. გათენდებოდა და ვფიქრობდი, ახლა ბელამ გუშინდელზე რამე რომ მითხრას, გავგიჟდები-მეთქი. მაგრამ არა, არაფერს მეუბნებოდა. მერე, დრომ რომ გავიდოდა და მხიარულს მნახავდა, აი, მაშინ მეტყოდა, რას ჰგავდი, არ შეგრცხვაო?”

“ბელასთვის მთავარი ბავშვების კარგად ყოფნა იყო. სულ მათზე ზრუნავდა. როცა ირაკლიმ ნანუკას რვეულებზე ნახა გვარი ხუსკივაძე, ჰკითხა, ვინ არის ეს გიჟი, რვეულებს სულ შენთან რომ ტოვებსო. ნანუკამ რომ თეატრალურში ჩააბარა, მაშინ გაიგო ირაკლიმ, რომ ის კავსაძე არ იყო. ირაკლი ნანუკას სიებში ეძებდა, ვერ იპოვნა, ნანუკამ უთხრა, მე დამატებით სიებში ვარო. ნანუკა კავსაძეს ეძებდა. უთხრეს, ის კავსაძე კი არა, ხუსკივაძეაო. მერე ბელა მიყვებოდა, მოვიდა ირაკლი და მკითხა, ნანუკა ჩემი და არ არისო?! ბელამ კი ისე კარგად იცოდა ახსნა და თქმა, რომ ირაკლიმ ყველაფერი მშვენივრად გაიგო.”

“ჩემი ცოლი იყო ჩემი დასაყრდენი, როცა ის გარდაიცვალა, მარტო დავრჩი. 45 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა და მაშინ მივხვდი, რომ დავობლდი. ბელას წასვლის შემდეგ კი ეს დაობლებული კაცი მარტო დავრჩი.”

გააზიარეთ

 
...