“ერის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა საჭიროა, ყველაფერი განზე გადასდო”

24 სექტემბერი, 2017

ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა 1921 წლის 16 თებერვალს თავდაცვის კომიტეტს საგანგებო წერილი გაუგზავნა:

,,პატივი გვაქვს, წერილობით გაცნობოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილება, მიღებული სასწრაფოდ მოწვეულს საგანგებო სხდომაზე 16 თებერვალს 1921 წელს, ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც სიტყვიერად იმავე დღეს მოგახსენეთ:

ა) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადოდ სამეცნიერო-სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი, მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და სოცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფს ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს და სთხოვენ კომიტეტს, რათა მათი გონებრივი თუ ფიზიკური ძალა გამოიყენოს ისე, როგორც მას საუმჯობესოდ მიაჩნია სამშობლოს დაცვის მიზნისათვის.

ბ) უნივერსიტეტის სამატემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ლაბორატორიებისა და სამკურნალო ფაკულტეტის კლინიკების კარები ღიაა ომის საჭიროებისათვის.”

ისევ 16 თებერვალი. უნივერსიტეტის ეზო. ივანე ჯავახიშვილის მიმართვა მიტინგზე:

,,შვილებო, ჩემი მოვალეობაა, თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა, ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ.”

გააზიარეთ

 
...