„გადავარჩინოთ კოლხურ-მეგრული ოდები“

12 სექტემბერი, 2017

– ეს მოძრაობა აბაშაში უკვე დაიწყო. მისი იდეის ავტორი მხატვარი და მწერალი რეზო ადამიაა. წამოწყებას მხარს უჭერს აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე. საქმეში ჩართულია აბაშის გამგეობა, საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა მხატვარმა მაია ადამიამაც.

პროექტი შედგენილია და ამ პროექტის მიხედვით, დაიწერება წერილი, რომელსაც ხელს მოაწერენ გამოჩენილი ადამიანები, რის შემდეგაც კულტურის მინისტრს გაეგზავნება ოდების რესტავრაცია-კონსერვაციის მოთხოვნით.

რეზო ადამია, მხატვარი და მწერალი:

“ჩვენი სურვილი და მიზანია ეს ნაგებობები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანოს და მათ მიერ იქნას დაცული. მეგრული ოდა! კოლხური უძველესი ცივილიზაციის გაგრძელება-უნიკალური ნაშთი, ეს არქიტექტორული კულტურა, ათასწლეულში ტრადიციიდან ტრადიციას გადაეცა, მას ჰქონოდა საცხოვრისის რეალური ფუნქციები, რაც ძალიან პრაქტიკულია დასავლეთ საქართველოს კლიმატში.

როგორც მსოფლიოს ყველა ხალხთა არქიტექტურას აქვს და მათში შეინიშნება სამხრეთის უძველეს ხალხთა ცივილიზაციათა ელემენტები, განსხვავებული ფორმები, ოდის არქიტექტურა ყველა მოწინავე კულტურათაგან ძირფესვიანად განსხვავებულია და გააჩნია თავისი ანდამატური ჰაეროვნება. უცნაური გემოვნება, პეწი მოხდენილობა და რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივ ცა და მიწასთან რელიეფთან ღვთიური ხაზებითაა შერწყმული. აქ! ფანტაზია და შემოქმედებითი ინდივიდუალობა უსაზღვროა.

თუ მსოფლიოში არსებობს უძველესი დროიდან მოყოლებული ეროვნული განძ არქიტექტურა, მათში ოდა ერთ-ერთ და უმნიშვნელოვანესია. ოდა კოლხურ-მეგრული არქიტექტორული სიძველე აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეს, მხოლოდ მშობლიურ საქართველოს კი არა კაცობრიობას და პლანეტას.”

გააზიარეთ