“გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით“

14 სექტემბერი, 2017

სთხოვდა მწერალი ნოდარ დუმბაძე თავის ერთგულ მკითხველს. მისი ნაწარმოებები სავსეა სიყვარულით – სიცოცხლის, ადამიანების, მზის სიყვარულით, რომელიც მწერლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

***

„ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს, უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით… დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით…“

***

“სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავიცი გაცენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, თავისუფლებისკენ მარადიული ლტოლვა და სწრაფვა ახასიათებს. მერე ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში….ხელოვნებაში….ლიტერატურაში…ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია ზოგი უფრო დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებს ყველა ერთნაირად განიცდის.”

***

“მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე.”

“არტინფო” ნოდარ დუმბაძის სიკვდილის წინ შესრულებულ სიმღერას გთავაზობთ:

გააზიარეთ

 
...