აკაკი წერეთლის უკანასკნელი სურვილი

13 სექტემბერი, 2017

ალბათ ბევრისთვის უცნობია მწერლისა და პოეტის აკაკი წერეთლის სურვილი, გელათში, დავით აღმაშენებლის ფერხთით დამარხვასთან დაკავშირებით.

“არტინფო” აკაკი წერეთლის უკანასკნელ სურვილს გაგაცნობთ:

“1. ჩემი სურვილია, რომ გელათში დავიმარხო, დავით აღმაშენებლის ფერხთით, თუ შესაძლებელი იქნეს.

2. დავიმარხო უბრალოდ, ღარიბად, ისე, როგორც შეეფერებოდეს ჩემ გატარებულ ცხოვრებას.

3. გვირგვინები ნუ იქნება, მათ ნაცვლად, თუ მაინცა და მაინც ნიშნები რაიმე იყოს, რომ ხარჯები არა მოყვეს-რა.

4. ჩემი სახლი საჩხერეში მისის ეზოთი და ვენახით, რომელიც დაგირავებულია ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკში სამას თუმნად და ღირებით კი ბევრად მეტადა ჰღირს, გადაეცეს “წერა-კითხვის საზოგადოებას” იმ პირობით, რომ იქ სახალხო შკოლა იქნება გამართული.

5. ჩემი თხზულებები გადაეცესთ: იაკობ გოგებაშვილს, გრიგოლ და ალექსანდრე დიასამიძეებს და ვახტანგ ღამბაშიძეს. იმათ განკარგულებით უნდა გამოიცეს თანახმად სერგო ბახტაძის სურვილისა და წმინდა მოგებიდან, თუ იქნეს ხოლმე, ნახევარი ეძლიოს ჩემს ცოლ-შვილს, რადგანაც მათ მეტს ვერას ვუტოვებ და დანარჩენი ნახევარი მოიხმარონ ხოლმე მათის სურვილისამებრ.”

გააზიარეთ

 
...