29 აგვისტო, 2017

ქურდობა გელათში

საქართველოში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ამით სარგებლობენ ბოროტმოქმედები და უცხოელებს ძარცვავენ. მსგავსი შემთხევა ქუთაისში დაფიქსირდა. გელათის სამონასტრო კომპლექსთან ბოროტმოქმედებმა მანქანა გატეხეს და ტურისტებს ჩანთები მოპარეს.

ინფორმაციას ნატალი ანდრონიკაშვილი ავრცელებს:

“გაფრთხილდით!!!!!!

“თურმე ჩალით ყოფილა ეს “ქვეყანა” დაფარული.

დღისით, მზისით მანქნა გაგვიტეხეს ტურზე, გელათში პარკინგზე. წაიღეს სტუმრების რამდენიმე ჩანთა. დღის 12 საათზე. გელათში…

პ.ს. ფრთხილად იყავით ყველა.”