31 აგვისტო, 2017

ქეთი დოლიძე მოხსნეს

რეჟისორი ქეთი დოლიძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნეს.

ინფორმაცია ქეთი დოლიძემ თავად გაავრცელა:

“SOS!!!!!

ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო ზაზა!

5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვილი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელები ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს! მანდვე არიან, გრიგოლეთში! იზეიმეთ!

წავედი, ბერტოლუჩის უნდა ვუყურო!”