31 აგვისტო, 2017

თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ელენე მაცხონაშვილი რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა შეცვალა. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

ელენე მაცხონაშვილს თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, შესაბამისად, კულტურის სამინისტრომ კონკურსი 11 ივლისს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ორმა კანდიდატმა – ელენე მაცხონაშვილმა და რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა გამოთქვა.

მიხეილ გიორგაძემ თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიკოლოზ საბაშვილი დანიშნა. ელენე მაცხონაშვილმა კი საპროტესტო აქციები დაგეგმა და თოჯინების თეატრის მშენებარე შენობასთან კარვის გაშლის გადაწყვეტილება მიიღო.