26 აგვისტო, 2017

“ეს რა მზაკვრობაა?!”

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე მის მიმართ დაგეგმილ სადამსჯელო ოპერაციაზე საუბრობს:

“მინდა მოგახსენოთ, რამდენად “პატიოსნად”, “ღიად” მიმდინარეობს სამხატვრო ხელმძღვანელების როტაცია საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში.

როგორც უკვე გამოცხადდა, 22 ხელმძღვანელი უნდა შეიცვალოს!
აქედან 19 არ იცვლება, რადგან “უალტერნატივონი” არიან და მორჩა!
დარწმუნებული ვარ, ასეა და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს!
დარჩენილი 3 ადამიანიდან ერთ-ერთი მე ვარ!

და ამიტომ:
ჩუმად, ისე რომ ჩვენი თეატრის 70%-მა არაფერი არ იცოდა, ბატონი გიორგი სიხარულიძე, სასწრაფოდ დაბარებული და შემზადებული (თვითონ ყვება ბევრ კოლეგასთან!) კულტურის სამინისტროში აგროვებს მხარდამჭერებს ჩემს ზურგს უკან და არწმუნებს ყველას: ქეთი დოლიძის მოხსნა უკვე გადაწყვეტილია სამინისტროში და ამიტომ მე უნდა დამიჭიროთ მხარი და მომიწეროთ ხელიო!

ეს რა 37 წელია?! ეს რა მზაკვრობაა?!
შე დალოცვილის შვილო, თუ ასე ვერ იოკებ ამბიციას, მობრძანდი და ღიად დაელაპარაკე ცოცხალ და ჯერ თავის ადგილზე მყოფსამხატვრო ხელმძღვანელს?!
ეს რა უზნეობაა?
რა აზრი აქვს, ვინ მოუწერა ხელი!

1997 წელს ზოგიერთმა არტისტმა თემურ ჩხეიძე არ მოუშვა თეატრში და არჩევნები გაუყალბა, თქვენ იმასთან რა მოსატანი ხართ????
თქვენ რატომ აღმოჩნდით ერთადერთი, ვინც დათანხმდა ამ საქმეს??? თქვენ, ასეთი მეთოდით მოსულს, რა საქმე გაქვთ თატრში, რომელიც თუმანიშვილის სახელს ატარებს?
ეს გასწავლათ?
აკი, ყოველთვის გიღებდით კარს, როცა დადგმას გვთხოვდით?
რა ხარისხისაა თქვენი ქმნილებები, ეს ჩემი გასარჩევი არაა!
ეს უსინდისობაა!
თქვენს გარდა, არავინ დათანხმდა ამ მზაკვრობას….

ახლა იმ მეთოდის შესახებ, კულტურის სამინისტროს “დიდმა სტრატეგებმა” რომ შეიმუშავეს!
რა სარეკომენდაციო კომისიი შექმნა იყო საჭირო ერთპიროვნულად მინისტრის მიერ, როცა ასარჩევიც არაფერი იყო?
19 ადამიანი – უალტერნატივო
ერთი – დასასჯელი და მოსახსნელი!

ამ კომისიის დასკვნა კი ისეა გასაიდუმლოებული, (წევრებს არაფერს ვერჩი!), როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი!
მეგობრებო! არ გამოგივათ ეს სადამსჯელო ოპერაცია!
2012 წელს ასეთი, თქვენთვის საოცნებო დრო ჩაბარდა ისტორიას!
სირცხვილია და მორჩა!”