30 აგვისტო, 2017

ავთო აბესლამიძეს ბათუმობაზე არ ამღერებენ

“იქს ფაქტორის” გამარჯვებულს ავთო აბესლამიძეს ბათუმობის დღესასწაულზე არ ამღერებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ავთო აბესლამიძე თავად ავრცელებს:

“ბათუმში, ბათუმობაზე, თან ბათუმელი მომღერალი არ ვმღერი. საინტერესოა, რატომ?! ბათუმის მერია ბრავო!”

ბათუმობა წელს 2-3 სექტემბერს გაიმართება. გალა კონცერტი ევროპის მოედანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ნოდიკო ტატიშვილი, ჯგუფი „ურსა“, სოფო ხალვაში, დათუნა მგელაძე, თამთა ჭელიძე, ნიკო ბერიძე, ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, ბორის შხიანი, ალეკო ბერძენიშვილი და დავით ფორჩხიძე.