ქართული ენა გუგლის ხმის ამომცნობ სისტემაში

14 აგვისტო, 2017

ქართული ენა გუგლის ხმის ამომცნობ სისტემაში– ნაკლები წერა და უფრო მეტი საუბარი! – ეს არის გუგლის მიზანი, რომელიც მილიარდობით ადამიანს სიახლის შესახებ საკუთარი ბლოგის საშუალებით ატყობინებს.

ამიერიდან გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობ სისტემას ქართული ენაც ესმის.

ამ სისტემას 30 ახალი ენა დაემატა და მათ შორისაა ქართული:

“გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობი სისტემა მხარს უჭერს უძველებს ენებს. მათ შორისაა ქართული, რომლის ანბანიც X საუკუნით თარიღდება,” – აღნიშნულია გუგლის განცხადებაში.

მთლიანობაში სისტემას ანდროიდის და Gboard-ის ხმოვანი ძიებისთვის უკვე 119 ენის ამოცნობა შეუძლია.