ქართველი სოპრანო როსინის საოპერო ფესტივალში

6 აგვისტო, 2017

ქართველი საოპერო მომღერლები სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საოპერო ფესტივალებში.

სოპრანო ნინო მაჩაიძე ჯოაკინო როსინის საოპერო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალს იტალიის ქალაქი პესარო უმასპინძლებს.

10 აგვისტოს კლასიკური მუსიკის მოყვარულები როსინის ოპერას “La Siege de Corinthe” მოისმენენ.

ნინო მაჩაიძესთან ერთად დამსწრე საზოგადოებისთვის საოპერო ვარსკვლავები სერგეი რომანოვსკი, ლუკა პისარონი და ჯონ ირვინი იმღერებენ.

როსინის ოპერა რობერტო აბადომ დადგა. საოპერო სპექტაკლს იტალიის ტელევიზიის “რაის” ორკესტრი უდირიჟორებს.

გააზიარეთ

 
...