“რა დაგვემართა?”

16 აგვისტო, 2017

კითხულობს რეჟისორი რობერტ სტურუა და ქართველების მიერ ტურისტების გატყავების ფაქტებით გაკვირვებულია:

“თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ტურისტებს დაკარგავს. ატყავებენ უცხოელებს, ნაცისტების არ იყოს, ყველა ქართველს ერთ დღეში მილიონერობა სურს (ალბათ ამიტომაც ვერ იტანენ ნიჭით და შრომით შეძენილი დოვლათის პატრონს!)

როგორია აეროპორტიდან ბათუმამდე – 150 ლარს ართმევენ! ერთი საწოლი (ღამის გასათევი) – 150. ვინც უკვე იგემა ფასები, ჩვენ მეზობელ ქვეყნებს ვგულისხმობ, საკვები თან ჩამოაქვთ, მანქანებში სძინავთ!

რა დაგვემართა? გაგვხრწნეს? თუმცა იტალიაში იგივეს წავაწყდი! მაგრამ…”

გააზიარეთ