თამაზ ვაშაკიძეს ეკატერინბურგის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

13 აგვისტო, 2017

ქართველ ქორეოგრაფს თამაზ ვაშაკიძეს რუსეთში პოლიტდევნილის სტატუსი შეუჩერეს. ამის გამო, იგი ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორეოგრაფის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

პოლიტდევნილის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება ქორეოგრაფმა ეკატერინბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ თამაზ ვაშაკიძის საჩივარი განიხილა და მას დევნილის სტატუსი დაუბრუნა. ავტომატურად იგი სამსახურშიც აღადგინეს.

თამაზ ვაშაკიძის სტუდენტებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს, ქორეოგრაფის საქმეს გადახედონ.

გააზიარეთ