თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის ფინალში

19 აგვისტო, 2017

ვიქტორია სეკრეტის შოუში მოხვედრა მოდელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ოცნებაა. წელს მსოფლიოს სხვადასხვა ლამაზმანთა რიცხვს ქართველი თაკო ნაცვლიშვილიც შეუერთდა.

შოუსთვის მოდელების შერჩევა რამდენიმე დღეა ნიუ იორკში მიმდინარეობს. დამწყებ მოდელებთან ერთად, ვიქტორია სეკრეტის შოუში მონაწილეობისთვის გამოცხადებულ კონკურსში ცნობილი მოდელებიც მონაწილეობენ.

თაკო ნაცვლიშვილი უკვე წარსდგა შოუს ორგანიზატორთა წინაშე და და მათგან პირველი სასიხარულო შეტყობინებაც უკვე მიიღო – ქართველი მოდელი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევი კონკურსის ფინალურ ტურში გადავიდა.

გადამწყვეტი ტური რამდენიმე დღეში გაიმართება და ცნობილი გახდება იმ მოდელების სია, ვისაც ორგანიზატორები ვიქტორია სეკრეტის ყველაზე გრადიოზული შოუსთვის აიყვანენ.

გააზიარეთ

 
...