თაკო ნაცვლიშვილი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევ კონკურსზე

7 აგვისტო, 2017

”არტინფო” უკვე წერდა, რომ პარიზისა და მილანის მოდის კვირეულების მონაწილე ახალგაზრდა ქართველ მოდელს თაკო ნაცვლიშვილს მისი სააგენტო ნექსტი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევი კონკურსისთვის ამზადებდა.

სააგენტოს ინფორმაციით, როგორც კი მოდელს 18 წელი შეუსრულდებოდა, კონკურსში მონაწილეობას შეძლებდა.

ახლა თაკოს ხელს აღარც ასაკი უშლის და მოდელი ვიქტორია სეკრეტის შესარჩევ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

თაკო ნაცვლიშვილი უკვე ნიუ იორკში იმყოფება, სადაც 17-18 აგვისტოს ვიქტორია სეკრეტის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.

გააზიარეთ

 
...