“გულსატკენია, რომ ეს ყველაფერი ასე გამოიყურება”

11 აგვისტო, 2017

ქართველი მსახიობის გურამ ფირცხალავას გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ ფოთში რამდენიმე დღის წინ მისი ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

ბიუსტის გახსნიდან მალევე უცნობმა პირებმა მისი დაჯღაბნა მოახერხეს:

“ფოთში მსახიობ გურამ ფირცხალავას ბიუსტი გაიხსნა. სურათზე ბატონი გურამის და ვალია ფირცხალავაა.

მადლობას ვუხდით ფოთის კულტურის სამსახურს, მაგრამ გულსატკენია რომ ეს ყველაფერი ასე გამოიყურება.”

გააზიარეთ