“ბოდიშს ვუხდით ჩვენს მსმენელს”

15 აგვისტო, 2017

მომღერალი თიკა ბალანჩინი განცხადებას ავრცელებს და ერთგულ მსმენელს ატყობინებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილ კონცერტში New one ბენდი მონაწილეობას აღარ მიიღებს:

“ჩვენო ერთგულო მსმენელო! გაცნობებთ, რომ დღევანდელ კონცერტზე, რომელიც გაიმართება Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია New one ბენდი მონაწილეობას აღარ მიიღებს. დაცვის სამსახურისა და ორგანიზატორთა არაპროფესიონალიზმის, არაორგანიზებულობის და არაადამიანური ქცევის გამო.

ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ამ სფეროში არიან ასეთი არაკომპეტენტური ხელმძღვანელები, რომლებმაც არ იციან ელემენტარული ადამიანური მოქცევის წესები და არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება ამ სფეროში მოღვაწეობისთვის. მით უმეტეს, მათი ქცევა არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების მატარებელიც იყო და არის ირაკლი ჩარკვიანი მთელი თავისი ცხოვრებით და შემოქმედებით.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ უარი ვთქვით ამ კონცერტში მონაწილეობაზე. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მსმენელს შექმნილი ვითარების გამო და წინ გველოდება ძალიან ბევრი სიახლე!”

გააზიარეთ

 
...