ალენ დელონი უკანასკნელ ფილმში

15 აგვისტო, 2017

– ეს იქნება ჩემი უკანასკნელი ფილმი, – განუცხადა ჟურნალისტებს ალენ დელონმა.

მსოფლიო კინოლეგენდა თავის უკანასკნელ ფილმში შემოდგომაზე ითამაშებს და ამით 81 წლის ვარსკვლავი კინემატოგრაფს სამუდამოდ დაემშვიდობება.

ფილმს რეჟისორი პატრის ლეკონტი გადაიღებს. ალენ დელონი თავისივე ასაკის მამაკაცს განასახიერებს, რომელსაც 50 წლის ქალი შეუყვარდება. მსახიობს პარტნიორობას არაჩვეულებრივი ჟულიეტ ბინოში გაუწევს.

– ბრწყინვალე მსახიობია, ის ძალიან მომწონს, – განაცხადა ალენ დელონმა ჯულიეტ ბინოშთან დაკავშირებით, თუმცა დასძინა, რომ სოფი მარსოსთან ერთად თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა.

მიზეზი, რის გამოც მსახიობი კინოკარიერას ასრულებს, თეატრია. ალენ დელონმა გადაწყვიტა თავის შვილთან, ანუშკასთან ერთად, დარჩენილი ცხოვრება მის უდიდებულესობა – თეატრს მიუძღვნას.

გააზიარეთ