18 ივლისი, 2017

Depeche Mode-ის ლიდერი საავადმყოფოშია

მსოფლიოში ცნობილი ინგლისური ჯგუფის Depeche Mode-ის ლიდერი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჯგუფი ევროპაში საკონცერტო ტურნეს ატარებს. 17 ივლისს მათი კონცერტი მინსკში უნდა გამართულიყო. ბელორუსიის დედაქალქში დაგეგმილი კონცერტი ჯგუფის ლიდერის დეივ გაანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო.

ინფორმაცია ამის შესახებ Depeche Mode-ის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. კონცერტის ორგანიზატორებმა ჯგუფის მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს განუმარტეს, რომ დეივ გაანს ნაწლავური აშლილობა აქვს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამის მიუხედავად, მინსკში დაგეგმილი კონცერტი დღეს არ ჩატარდება. ჯგუფი 19 ივლისს მსმენელს კიევში ელოდება.