15 ივლისი, 2017

“რა ბედნიერებაა ამის ნახვა და მოსმენა…”

ასე აფასებს კოლეგას საოპერო მომღერალი გიორგი ონიანი. იგი ქართველი მეცო სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლას ეხმაურება ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ გრანდიოზულ კონცერტზე.

სადღესასწაულო კონცერტი პარიზის შუაგულში ღია ცის ქვეშ გაიმართა და მას პირდაპირ ეთერში FRANCE 2 Culturebox გადასცემდა.

გიორგი ონიანი:

“ღმერთო, რა ბედნიერებაა ამის ნახვა და მოსმენა…

იდეალური და ეტალონური შესრულება, საოცარი ნატიფი ბგერა, რომელიც აკვდება პარიზის ხედებს… კიდევ ერთი რამით აღვფრთოვანდი, რაც ალბათ ბევრმა დაინახა.”