9 ივლისი, 2017

“კულტურის სამინისტროს მამაჩემის ვალი აქვს”

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი გადაცემას “ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ” ეხმაურება, რომელიც მამამისს მსახიობ არჩილ გომიაშვილს მიეძღვნა.

მიშა გომიაშვილი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს მამამისის ვალი აქვს. საუბარია 1200 ლარზე, რომელსაც მსახიობი მინდობილობით იღებდა.

მიშა გომიაშვილი:

“ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ” – დიდი მადლობა მთელ გადამღებ ჯგუფს! განსაკუთრებით ჩემს ძმას ზურა ყიფშიძეს!!!

P.S. ძალიან კარგი აზრი დაგებადა ბათუმში ძეგლის თაობაზე… მაგრამ… ძეგლი კი არა და 2005 წლიდან კულტურის სამინისტროს მამაჩემის ვალი აქვს, 1200 ლარი, რომელსაც მე ვიღებდი მინდობილობით, მინდობილობა თვითონ დაკარგეს ან… მოკლედ ასე ამბობენ, და დღემდე ფული არ მოუციათ!!! ესენი ძეგლის დამდგმელები არიან ჩემო ზურიკო?…”