28 ივლისი, 2017

კინოს ჯადოსნური ძალა

ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი თავის ფილმებს მშობლიურ სვანეთზე იღებს, სადაც ფილმის სიუჟეტთან ერთად სვანეთის სილამაზესაც აცნობს მაყურებელს და მათ საქართველოში მოგზაურობის სურვილს უჩენს.

მარიამ ხაჭვანი:

“წუხელ, ფილმის ჩვენების მერე, ერთი ხორვატიელი მოვიდა აღრთფოვანებული და მეუბნება, რომ როგორც კი ფილმი ნახა, მაშინვე დაურეკა მის ვაჟს, რომელიც საქართველოში სამოგზაუროდ იყო წასული და უთხრა, უშგულში აუცილებლად წადიო. ბიჭმა იქიდან უპასუხა, უშგულში ვარ ეხლაო. ეს კაცი ემოციუარად მიყვება – მე ფილმში ვიყავი უშგულში და, პარალელურად, ჩემი შვილი რეალურ უშგულში ყოფილაო. აუცილებლად ჩამოვალ მომავალ წელს ოჯახითო. ძალიან ბევრი დაინტერესდა ჩამოსვლით.

ვფიქრობ, კინო ყველაზე კარგი საშუალებაა, საქართველოს ულამაზესი ადგილები და კულტურა აჩვენო. იმედი მაქვს, სახელმწიფოც და ბიზნესმენებიც დააკვირდებიან, რომ კინო მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ბიზნესია ფულის მოსაზიდად.”