4 ივლისი, 2017

კიდევ ერთი ჯილდო თამარ გვერდწითელს

მომღერალ თამარ გვერდწითელის ჯილდოებს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი შეემატება.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის და საქართველოს სახალხო არტისტს 13 ივლისს ბელორუსის პრეზიდენტის სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოებენ. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ვიტებსკში მუსიკალურ კონკურსზე “სლავიანსკი ბაზარ 2017” გაიმართება.

ბევრისთვის ქართველი მომღერალი ხელოვნებაში სხვადასხვა ქვეყნების მეგობრობის სიმბოლოდ ასოცირდება. თამარ გვერდწითელი ჯილდოს სწორედ ასეთი მრავალფეროვანი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მიიღებს.