15 ივლისი, 2017

“ახლა მაინც გამოფხიზლდით”

გადაცემის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი და წამყვანი გურამ ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილს უგზავნის.

გურამ ქართველიშვილი:

“შევახსენებ მოქმედ პრემიერმინისტრს, რომ ხალხს ჯერ არ დავიწყებია თუ როგორ აიმაღლა სწორედ მან ხმა ქვეყნის ბორდელიზაციის წინააღმდეგ და როგორ უცბად გაჩუმდა. ამას მოყვა დიდგორის სკანდალი და ანტიქართული ტალღა სახელმწიფოს მხრიდან. განათლების სისტემის ,,ლიბერალიზაცია”, ანუ დეგრადაცია და სატელევიზიო სივრციდან ქართული სახელმწიფოებრივი ფასეულობების განდევნა.

ბატონო პრემიერო, რომ არა თქვენი ასეთი უკანდახევა გარშემოხვეულ იმპერიებთან და ,,ტურიზმის”, თუ ,,ინვესტიციის”, საფარქვეშ მათი ინტერესების მორჩილება, არ იქნებოდა ქართველთა მარშიც.

ამიტომ 14 ივლისი მთლიანად მათ კისერზეა, პრემიერო, ვინც ამდენი ხანია თუნდაც ,,წაყრუებით”, ანგრევს იმ ფასეულობებს, რომელზეც უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო და ასეთების სიის თავში თქვენც მოგიაზრებთ ხალხი.

ახლა მაინც გამოფხიზლდით და დადექით სახელმწიფოებრივ პოზიციაზე. არადა მოგიწევთ ყველა უფლების და ღირებულების დაბრუნება, რაც საქართველოს წაართვით და ყოველდღიურად ართმევთ.

პატივისცემით გურამ ქართველიშვილი”